დღეს, 17 ნოემბერს, ცნობილ ქართველ მსახიობს, აღიარებულ სპორტულ კომენტაორს კოტე მახარაძეს 85 წელი შეუსრულდებოდა.
კოტე მახარაძის იუბილესთან დაკავშირებით მაჯანიშვილის თეატრში წარმოდგენილი იქნება „ურიელ აკოსტა", სადაც მთავარ რომებს ნიკა თავაძე და ნატა მურვანიძე შეასრულებენ.
კოტე მახარაძე 1926 წლის 17 ნოემბერს თბილსიში დაიბადა. ბანშვობიდან გადაცებული იყო კალთბურთით. 1941 წელს დაამტავრა თბილისის ქოეოგრაფიული სასწავლებელი, ხოლო 1948 წელს თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი.
მოღვაწეობდა რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრებში.
კოტე მახარაძემ დაარსა ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის ერთი მსახიობის თეატრი.
1957 წელს დაიწყო სპორტული კომენტატორობა.
კოტე მახარაძის სახელთან დაკავშირებულია ქართული სპორტის არაერთი გამარჯვებების ტრანსლირება. განსაკუთრებით კი თასების თასის ფინალი მატჩის, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „დინამო" და გერმანიის „კარლ ცეისი" შეხვდნენ.
კოტე მახარაძე 2002 წლის 19 დეკმებერს გარდაცვალა. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.