ერთი უჩვეულო სამუშაო დღე თბილისის მერისთვის - გიგი უგულავამ დღევანდელი დღე კომპიუტერების ქარხანაში მუშაობით დაიწყო და ქართული წარმოების პერსონალური კომპიუტერი პირადად ააწყო.
თბილისის მერის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამუშაოს შესრულებისას მიღებული გამოცდილება და იქ დასაქმებული თბილისელების მოსაზრებების გაზიარება, რადგან უგულავას თქმით, დედაქალაქის მთავრობის მთავარი საზრუნავი სამუშაო ადგილების შექმნა და უმუშევრობის პრობლემის დაძლევაა.
კომპიუტერულ ქარხანა "ალგორითმში" 55 ადამიანია დასაქმებული. აქ ყოველდღიურად 500-ზე მეტ კომპიუტერს აწყობენ. ქარხნის მიერ არის დამზადებული ის ნეთბუქებიც, რომლებიც წელს საჯარო სკოლებში ყველა პირველკლასელს დაურიგდა.
სამუშაო დღე თბილისის მერმა დღეს ქარხნის თანამშრომელთან ერთად სადილით დაასრულა.