საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ობიექტებს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მიენიჭება. 
კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მიენიჭება: ადრეული შუა საუკუნეების დედაღვთისას სახ. ეკლესიას, რომელიც იმერეთში სოფელ კურსებშია; X-XI საუკუნის კვირიკესა და ივლიტას სახ. ეკლესიას, რომელიც რაჭაში, სოფელ კვირიკეწმინდაშია; XVII საუკუნიდან XIX ს-მდე ირმანოზ ერისთავის ციხე-სასახლეს დიდ მეჯვრისხევში; შუა საუკუნეების სოფ. სარფის ეკლესიას ხელვაჩაურში;  XIX საუკუნის ეკლესიას „ძელიცხოველს" რაჭაში, სოფ. შუა სხვავაში; XIX ს-ის შუა წლების შიდა ქართლში წისქვილს სოფ. მერეთში „ნიკრეულას უბანში~; XIXს. ღვთისმშობლის სახ. ეკლესიას	გარდაბანში სოფ. ნორიოში; X ს.წმ. „ესტატეს" სახ. ეკლესიას	სოფელ ატენში, „ჭეჭელაანთ უბანში" და მცხეთაში, საცხოვრებელ სახლს, ბაღი მამულაშვილის ქ. №7.