თუშეთში ყინვის რეკორდული ნიშნული დაფიქსირდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ომალოში მცხოვრებმა რუსუდან შათიძემ განუცხადა, ჰაერის ტემპერატურა - 22 გრადუსამდე დავარდა. სოფელში თოვლი 20 სანტიმეტრზე დევს, მთაში დაახლოებით ერთ მეტრამდე.
„ზამთარში აქ მარტო ხანშიშესულები ცხოვრობენ და ამ დროს, ასეთი ყინვები არავის ახსოვს. მიუხედავად ამისა, ვუძლებთ. ჯერჯერობით გრიპით არავინ არის ავად. ახლაც თოვს"- აღნიშნა რუსუდან შათიძემ.
„ნოემბრის შუა რიცხვებში ასეთი ყინვა ყველაზე ხანდაზმულ თუშებსაც კი არ ახსოვთ. ყინვამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ზამთარს ხალხი მომზადებული შეხვდა. 23 ნოემბერს ვერტმფრენით ვაპირებთ ჩასვლას", - განაცხადა ომალოს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულა ტელმან იჭირაულმა.