დღეს,16 ნოემბერს, 11:00 საათზე, ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. საკრებულოს ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგში 17 საკითხია შეტანილი.
როგორც ცნობილია, საკრებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ქმედებებზე იმსჯელებს. კერძოდ, საკრებულო იმსჯელებს სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის წესისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენის შესახებ.
საკრებულოს სხდომაზე განიხილება ასევე ბათუმის 2011 წლის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში.