სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II რუსეთის დედაქალაქში 18 ნოემბერს გაემგზავრება. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საპარტიარქოში დაუდასტურეს.
"პატრიარქი დიდი ხანია მოსკოვში არ ყოფილა, ამიტომაც იგი იქ ყოფნის დროს აუცილებლად შეხვდება ქართულ დიასპორას და მონაწილეობას მიიღებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოს მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
20 ნოემბერს საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ერთობლივ წირვას ჩაატარებენ. ქართულ დიასპორას კი უწმინდესი 23 ნოემბერს შეხვედება და მოსკოვის წმინდა გიორგი სახელობის ტაძარში ღვთისმსახურებას აღავლენს.
პატრიარქი თბილისში 24 ნოემბერს დაბრუნდება.