პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვა მრევლს სიონის საკათედრო ტაძარში შეეძლება, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოდან აცნობეს.
მათივე ცნობით, რადგანის დიდი სურვილია პირადად მიულოცოს ეს დღე პატრიარქს, ამის საშუალება მათ მიეცემათ სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც მისი უწმიდესობა, სამღვდელოებასთან ერთად ორშაბათს საღამოს, 18.00 საათზე, გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს მრევლს.
შეგახსნებთ, 4 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს დაბადებიდან 77 წელი უსრულდება.