დღეს, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ბორჯომში მოსახლეობას შეხვდა.
ოპოზიციონერმა ლიდერმა ადგილობრივების ყოფითი პრობლემები პირადად მოისმინა და ხელისუფლება საკუთარი ხალხის მიმართ უყურადღებობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
"ეს ხალხი ადგილობრივ თვითმმართველობას უპატრონოდ ჰყავს მიტოვებული. პენსიონერებს არ აქვთ შესაძლებლობა წამალი იყიდონ, ზამთრის პრობლემა ამ რაიონშიც მწვავედ დგას, უმუშევრობა აქაც ყველაზე გადაუჭრელი საკითხია", -განაცხადა ალასანიამ. მისივე თქმით, საზოგადოება გამოფხიზლებულია და ცცლილებების მოლოდინი საქართველოს ყველა რეგიონშია.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის განცხადებით, სოციალურ პრობლემებთან ეღტად, ძალიან დიდია ზეწოლა ამ ხალხზე პოლიტიკური ნიშნით, მოქალაქე სამართლებრივად დაცული არ არის.
"მე ყველას მინდა მივმართო, გატყდა უკვე შიში; როგორც შიში გატყდა, ისე გატყდება სააკაშვილის ხელისუფლება და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი ხალხი მოვა, რომლებიც რეალურად დაიწყებენ ხალხის პრობლემების გადაწყვეტას", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.