მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში. ბათუმიდან ხობის მიმართულებით მიმავალი „ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის გამომწვევი მიზეზი გადაჭარბებული სიჩაქარე გახდა. ადგილზე დაიღუპა ავტომანქანის მძღოლი. რაც შეეხება დანარჩენ ორ მგზავრს, ერთ-ერთ მათგანს გადაუდებელი ოპარაცია ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გაუკეთდა, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
იგი კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისის ეროვნული ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. სტაბილურია მესამე მგზავრის მდგომარეობა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.