მსხვერპლი მოჰყვა ავარიას თბილისში. მარშალ გელოვანის გამზირზე „მერსედესის" მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე ცოლ-ქმარს დაეჯახა.
ავარიის შედეგად 76 წლის ოთარ ჭოლოკავა ადგილზე დაიღუპა, მისი მეუღლე 71 წლის ნელი თოლორდავა კი სასწარაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ქალბატონს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა. „მერსედესის" მძღოლი პატრულის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე დახვდა.
მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.