ორი ადამიანი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ იგოეთთან, ავტობანზე. თბილისისკენ მომავალი „მერსედესის" მარკის ავტომობილი „ჟიგულის" მარკის ავტომანქანას შეეჯახა.
ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ „ჟიგულში" მყოფი ძმები მალხაზ და კონსტანტინე ხუციშვილები. მეორე მანქანის მგზავრებს კი არანაირი დაზიანება არ მიუღიათ.
მანქანიდან გარდაცვლილების ამოყვანა სპეცტექნიკის საშუალებით მოხერხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო, საპატრულო და სახანძრო სამსახური. ავარიის ზუსტ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.