საქართველოს პრეზიდენტი გიორგობის დღესასწაულზე პატიმრებს შეიწყალებს. კომისიის სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 18 ნოემბერს გაიმართება.
განსახილველ საქმეთა ნუსხაში 250-დან 300-მდე განაცხადია. მათ შორის არის როგორც არასრულწლოვნების, ასევე, ქალ პატიმართა საქმეები.
კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძის განცხადებით, რეკომენდაციას მხოლოდ ის მსჯავრდებულები მიიღებენ, რომლებიც მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დანაშაულებისთვის იხდიან სასჯელს.
უპირატესობა იმ პატიმრებს მიენიჭებათ, რომლებიც ციხეში ყოფნის პერიოდში დადებითი დახასიათებით და კარგი ყოფაქცევით გამოირჩეოდნენ.
18 ნოემბერს გახდება ცნობილი, რამდენი პატიმარი შეხვდება გიორგობის დღესასწაულს საკუთარ სახლში