დიღმის მასივში გაზით ორი ადამიანი გაიგუდა.
უბედური შემთხვევა დიღმის მასივის IV კვარტლის #23-ე კორპუსში მოხდა.
გაზით 87 წლის ანტალინა კაზაროვა და 92 წლის ანეტა ყირმიზელი გაიგუდნენ. გარდაცვლილები მეზობლები იყვნენ.
გარდაცვალების მიზეზად არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი სახელდება. მომხდარზე გამოძიებას დიდუბე-ჩუღურეთის პოლიცია აწარმოებს.
შემთხვევა 2 იანვარს გვიან ღამით მოხდა.