2010 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამო სტუდენტი კათალიკოს-პატრიარქის სახელობის სტიპენდიას მიიღებს.
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილებით, 2010 წლის სტიპენდია თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის III სემესტრის ორ დოქტორანტს _ მაია მადუაშვილსა და ნათია ფიფიას და ერთ მაგისტრანტს _ ნათელა დუნდუას დაენიშნა.
კონკურსი თსუ-ში აღნიშნული სტიპენდიის მოსაპოვებლად 26 ნოემბერს გამოცხადდა და საბუთების წარდგენა 10 დეკემბრამდე გრძელდებოდა.
კონკურსში მონაწილეობა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის I-II-III სემესტრის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებს შეეძლოთ.
სტიპენდიის გაცემა თსუ-ში გასულ წელს დაიწყო და ლიტერატურული და ისტორიული ხასიათის ნაშრომებისთვის ორმა სტუდენტმა უკვე მოიპოვა.