საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები მიიღო .
მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს გააცნო ის ღონისძიებები, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა 5 იანვარს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან ვითარებაში ჩატარების მიზნით.
შეხვედრაზე აგრეთვე განხილულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოწესრიგების საკითხები და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.