შიდა ქართლის დევნილთა დასახლებებში სათემო პროექტების პრეზენტაცია მოეწყო. პროექტის ფარგლებში ახალსოფელის და მოხისის დევნილთა ჩასახლებებში საბავშვო ბაღები გაიხსნა, კარალეთის ჩასახლებაში კი ბავშვთა გასართობი სკვერი. მეტეხის დევნილ მოსახლეობას კი მინი-ტრაქტორი გადაეცა. ღონისძიებებს შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი საქართველოში სიმონე ვოლკენი და საქველმოქმედო ცენტრ ,,აფხაზეთის" დირექტორი ეკა გულუა ესწრებოდნენ.
პროექტი ,,დევნილთა თემის მონაწილეობრივი და ინტეგრირებული სოციალური და სამოქალაქო განვითარება შიდა ქართილის რეგიონში"გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, საქველმოქმედო ცენტრ ,,აფხაზეთის", აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსრური ხელშეწყობით განხორციელდა. მისი განხორციელება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება. პროექტის ფარგლებში რეგიონის 11 ჩასახლებაში დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით მოეწყო საბავშვო ბაღები, გასართობი სკვერები, მინი-სტადიონები და რიტუალების დარბაზები.