სილვიო ბერლუსკონი, რომელმაც პრემიერ-მინისტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, საკუთარ კანდიდატურას აღნიშნულ თანამდებობაზე შემდგომში არ წამოაყანებს. ამის მიუხედავად,BBC -ს ინფორმაციით, იტალიაში მიიჩნევენ, რომ ბერლუსკონი პოლიტიკურ მოღვაწეობას არ შეწყვეტს. პრემიერის პოსტზე სამი ვადით ყოფნისას მას არაერთხელ დასდეს ბრალი კორუფციულ გარიგებებში და ამ დრომდე ეჭვმიტანილია არასრულწლოვან მეძავთან სექსუალურ კავშირებში. ამის მიუხედავად, ბერლუსკონი ქვეყანაში კრიზისის დაწყებამდე იტალიელთა მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით სარგებლობდა.
შეგახსენებთ, რომ ბერლუსკონიმ საკუთარი გადადგომის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა და განაცხადა, რომ იგი პოსტს მას შემდეგ დატოვებდა როცა პარლამენტი მოიწონებდა ეკონომიკური ღონისძიებების პაკეტს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისკენ არის მიმართული და რომლის მიღებასაც იტალიის ხელისუფლებისგან დაჟინებით მოითხოვდა ევროკავშირი.