თოვლის გამო საქართველოს მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე შეფერხებებია.
რიკოთისა და ჯვრის უღელტეხილებზე ამ დროისთვის შეზღუდულია მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა.
ნაქერალას უღელტეხილზე კი გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დაშვებული.
პრობლემატურ უბნებზე მობილიზებულია სპეცტექნიკა, იყრება მარილი.
საქართველოს მასშტაბით სხვა ყველა მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.