სილვიო ბერლუსკონის გადადგომასთან დაკავშირებით იტალიაში სავარაუდოდ ე.წ. ტექნოკრატიული მთავრობა შეიქმნება, რომელსაც სათავეში ევროკავშირის ყოფილი კომისარი მარიო მონტი ჩაუდგება.
ქვეყნის პრეზიდენტის ჯორჯიო ნაპოლიტანოს კანცელარიის მიერ გავცელებული განცხადებით, პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციის კანონის დამტკიცების შემდეგ მიიღო იტალიის მთავრობის თავმჯდომარე სილვიო ბერლუსკონი, რომელმაც პრეზიდენტს პოსტიდან გადადგომის შესახებ აცნობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ბერუსკონი გადადგომის მოლოდინში იტალიის დედაქალაქში ასობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც სკანდირებდნენ "სილვიო ნახვამდის!".
შესაბამისად, ბერლუსკონიმ შეასრულა ქვეყნის პრეზიდენტისთვის მიცემული პირობა, რომ თანამდებობას პარლამენტის მიერ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციის გეგმის დამტკიცების შემდეგ დატოვებდა.