ფინანსთა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე აცხადებს, რომ შაბათ-კვირასაც მუშაობს და დისკოთეკებზე სასიარულოდ არ სცალია.
გვინდაძის განცხადებით, 7 წელია შაბათ-კვირასაც მუშაობს და "დისკოთეკა თვალითაც არ უნახავს".
მინისტრს მიაჩნია, რომ პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით არ უნდა კეთდებოდეს განცხადება. ეს შეფასება გვინდაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა, რომ დისკოთეკებსა და გართობაზე იხარჯება თანხები.