სამეფო უბნის თეატრში დათო მაღრაძის პოემის "ჯაკომო პონტის" პრეზენტაცია გაიმართა. როგორც „ჯი-ეიჩ-ენს" პოეტმა განუცხადა წიგნზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, რომელშიც მითოლოგიური წერილებია გამოყენებული.
„ჯეიმს ჯოისს აქვს ასეთი პოემა „ჯაკომო ჯოისი", რაც არის ჯაკომო კაზანოვასა და ჯეიმს ჯოისის ინტელექტის ერთგვარი დაპირისპირება. დიდი კავშირი არ არის ჩემ ნაწერსა და იმ გენიალურ კაცის ნამუშევარს შორის, მაგრამ უბრალოდ სათაური გაქვს. „ჯაკომო პონტი" გვარ-სახელივით არის და თან პონტია. ბოლო ერთი წლის მანძილზე განცდილი და ნაფიქრი, სადაც ჩადგმულია წერილები ჰერაკლეს, პრომეთეს, აქილევსისა და ოდისევსის წერილები, რომელიც მითოლოგიური სამყაროდან არის. მთლიანად პოემას კლასიკური ლექსის ქარგა აქვს", - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენთან" მაღრაძემ.
პოემა ბევრი თავისგან შედგება, რომელსაც თავისი სათაური აქვს. წიგნში ერთ-ერთი ყველაზე პატარა თავია „წუთისოფელი", სადაც მხოლოდ ერთი ფრაზაა „მამის სახლიდან მამის სახლისკენ".
პოეტმა ახალ ლექსები სტუდენტებს, მეგობრებს და საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნო.
აღსანიშნავია, რომ "ჯაკომო პონტი"-ს გამოცემა უახლოეს მომავალში იტალიაშიც იგეგმება. თარგმანი უკვე დაწყებულია. ცნობისთვის, იტალიური გამოცემის წინასიტყვაობა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ დათო მაღრაძის პოეზიის საღამო 13 ნოემბერს, ნეაპოლში იგეგმება.
წინა წიგნს დავარქვი „ნაფეხურები წყალზე", საიდანაც შევარჩიე რაჩაცეები ახლები დავურთე და დავარქვი ასეთი სახელი