სიყვარული და სულიერი კეთილდღეობა უსურვა ქართველ ხალხს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, თავად ქვეყანას კი გამთლიანება და გაძლიერება.
საახალწლო მილოცვაში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობაზე გაამახვილა.
"14 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და სიყვარულისა და სიხარულის მეტი არაფერი მინახავს. კონფლიქტი ჩვენ შორის იყო გარეშე მტრების ინსცენირება. ჩვენ ვართ ძმები, სისხლით ნათესავები და დარწმუნებული ვარ რომ ერთად ვიქნებით", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა ილოცონ, რათა ქვეყნა გამთლიანდეს და გაძლიერდეს.
მასალის გამოყენების პირობები