საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა. სატელევიზიო მილოცვაში პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას გამძლეობა, ჯანმრთელობა, წარმატება და ბედნიერება უსურვა.
მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ყველა მოქალაქეს მადლობა გადაუხდა, იმისათვის, რომ საქართველოს გადარჩენა სწორედ მათი დამსახურებაა.
"პოლიტიკური არასტაბილურობას, რომელმაც თვეების განმავლობაში მოიცვა ჩვენი დედაქალაქი, უნდა მოჰყოლოდა ქვეყნისთვის მომაკვდინებელი შედეგები, მაგრამ არ მოჰყვა _ საქართველო გადარჩა, საქართველო ვითარდება. საქართველო დგება ფეხზე. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს. თქვენ დაიმსახურეთ ის, რომ საქართველო დგას ფეხზე, ვითარდება მიუხედავად ყველა პრობლემისა", _ განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მტერი ვერაფერს დააკლებს მარადიულ საქართველოს, "რომელიც არსებობს და ყოველთვის იარსებებეს".
"ამ დღეებში გვქონდა საშუალება ტელეეკრანიდან გვეხილა ჩვენი მტრის შეშლილი და ამავე დროს, ძალიან დაბნეული სახე. მას ვერ გაუგია მიუხედავად პროვოკაციისა, რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს დაჩოქება, გავლენის ქვეშ მოქცევა. საქართველოს ხერხელმალში გატეხვა. ის ვერ მიხვდა იმას, რომ შეიძლება ცალე აღებული რომელიმე ქართველი დააჩოქო, მაგრამ ვერსოდეს დააჩოქებს ქართულ საზოგადოებას. შეიძლება მავთულხლართი გაავლო საქართველოს რომელიმე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაგრამ ვერასოდეს გათიშავ მრავალეთნიკური საქართველოს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ერთობას. შეიძლება შემოიჭრა საქართველოში და დაკავებული გქონდეს მხარეები, მაგრამ ვერაფერს დააკლებ მარადიულ საქართველოს, რომელიც არსებობს და ყოველთვის იარსებებეს", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
"ჩვენი ძალა არის ჩვენს ერთობაში. ერთობაში საქართველოს ყველა ეთნიკური ჯგუფისა. საქართველოს ყველა მოქალაქე მიუხედავად მათი წარმოშობისა დ რელიგიური მრწამსისა. ჩვენი სიმტკიცე არის ის, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს თანაბრად უყვარს სამსობლო. თანაბრად ეთაყვანება მის წარსულს და სჯერა მისი მომავლის. ხსნა ჩვენი გადარჩენისა არის იმაში, რომ მიუხედავად იმისა, სად არიან საქართველოს შვილები, ყველანი დგანან საქართველოს გვერდით გადამწყვეტ მომენტში, ყველა იცავს საქართველოს ინეტერსებს. ყველა ემსახურება საქართველოს აღმშენებლობას. ჩვენი უძველესი ინსტიქტი, გამომუშავებული საუკუნეების განმავლობაში - იმისათვის, რომ ჩვენ გვსურს რომ ათასწლეულების განმავლობაში ჩვენს მიწაზე იბადებოდნენ თავისუფალი შვილები, ჩვენ ერთხელში უნდა გვეჭიროს თოხი და მეორეში იარაღი. ერთ ხელში თოხი და მეორეში კომპიუტერი, წიგნი და ყველა ის ინსტრუმენტი, რაც საჭიროა 21-ე, 22-ე საუკუნეების თანამედროვე ქვეყნის მშნებელობისათვის", _ განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენთის თქმით, საქართველოს ხალხის ხელით იგეგმება ახალი საქართველოს მშენებელობა. "იგეგმევა ძალიან მნიშვნელოვანი პორექტების გნხორციელება. ყოველ დღე ცალი ხელით ჩვენ ამას გავაკეთებთ და მეორე ხელით იმისათვის რომ, ჩვენი ქვეყანა და მომავალი იყოს დაცული, მზად ვიქნებით საბრძოლველად. ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი ქვეყნის მშნებელობა და ჩვენი უსაფრთხოება იქნება ჩვენი გმირობის პირდაპირი შედეგი. მე მინდა მინდა თითოეულ თქვეგნაგნს ვუსურვო გამძლეობა და წარმატება იმ დიდი ნიჭიერების გამოვლინებაში, რომელიც საქართველოს ყველა შვილს უდავოდ გააჩნია. მინდა მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა ბედნიერება და წარმატება ჩემო ძვირფასებო", _ განაცხადა პრეზიდენტმა.