საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარება 10-10%-ით იზრდება.
ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდა ორი რამის გამო ხდება, ახალი საწარმოები იხსნება და მოსახლეობა უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც მათ კეთილდღეობას ნიშნავს.
დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა ოპოზიციას შეკითხვები დაუწუნა.
~ყოველ წელს ერთი და იგივე შეკითხვებს მისვამთ, ეტყობა ერთმანეთს ვავარჯიშებთ. გამეორება ცოდნის დედაა, შარშან ოქტომბერ-ნოემბერში ზუსტად იგივე შეკითხვებს მისვამდით, რასაც წელს მისვამთ~ - მიმართა მინისტრმა ოპოზიციას.
ოპოზიციის ძირითადი შეკითხვები ტრადიციულად შეეხებოდა ელექტროენერგიისა და გაზის მაღალ ტარიფებს, გამრიცხველიანების საკითხებს და სხვა.