გილოცავთ 2010 წელს. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ კი ქვეყნის თითოეული მოქალაქეს ვუსურვეთ გამარჯვებებს.
ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2010 წელი თქვენთვისა და სრულიად საქართველოსთვის.
2009 წელი, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენთვისაც საკმაოდ რთული იყო.
ჩვენ ვცდილობდით ვყოფილიყავით იქ, სადაც ჩვენი ქვვეყნის მნიშვნელოვანი ამბები ხდებოდა. ვყოფილიყავთ სამშობლოსა და მართალი სიტყვის სადარაჯოზე. მუდამ ვგრძნობდით ჩვენი ერთგული მკითხველისა და გულშემატკივრების თანადგომას.
2009 წელი ჩვენთვის იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ GHN-მა საერთაშორისო არენაზე საკმაოდ დიდი აღიარება მოიპოვა და 2010 წელს სწორედ ჩვენი სააგენტო ჩაუდგება სათავეში "შავი ზღვის ქვეყნების ნაციონალური საინფორმაციო სააგენტოების ალიანსს". აღნიშნულ ფაქტს არ განვიხილავთ, როგორც მხოლოდ ჩვენს წარმატებას, ეს უპირველასად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს წარმატებად მიგვაჩნია.
2009 წელს ჩვენ უამრავი გულშემატკივარი შევიძინეთ და ამას განვიხილავთ როგორც ჩვენს მიერ იმთავითვე არჩეული სტრატეგიის _ "ობიექტური და დამოუკიდებელი" გამარჯვებად.
დიახ, ჩვენთვის კვლავაც უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ყველა ვითარებაში შევინარჩუნოთ ობიექტურობა და ვიყოთ დამოუკიდებლები, რადგან მიგვაჩნია, რომ მედიასაშუალებისთვის ეს ორი კომპონენტია უმთავრესი მსაზღვრელი.
გილოცავთ 2010 წელს.
ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2010 წელი თქვენთვის და სრულიად საქართველოსთვის.
საინფორმაციო სააგენტო GHN