სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, ახალი წლის ღამეს მმარხველებისთვის თევზის მიღება მხოლოდ რამდენიმე საათით იქნება შესაძლებელი.
საპატრიარქოს ინფორმაციით, მარხვის დამცველებს საახალწლოდ რამდენიმე საათით თევზის მიღება შეეძლებათ.
"1-ლი იანვარი პარასკევია, ამდენად მთელი დღის განმავლობაში თევზის მიღებაზე კურთხევა არ არის. მმარხველებს თევზის მიღება 2 იანვარს, მთელი დღით შეეძლებათ", _ აცხადებენ საპატრიარქოში.