2010 წელს საქართველოს მოსახლეობის უმრავლსობა ოპტიმზიმით ხვდება. რესპოდენტების 56% მიიჩნევს 2010 წელი მისთვის წარმატებული იქნება, ხოლო 35%-ის აზრით 2010 წელს 2009 წლის პრობლემები გადაჰყვება და მათი ცხოვრების დონე კიდევ უფრო გაუარესდება, 9% პროგნოზისგან თავს იკავებს.
შედარებისთვის 2009 წელს ოპტიმიზმით ქვეყნის მოსახლეობის ხოლოდ 37 % შეხვდა.
2009 წლის 20- დან 27 დეკემბრამდე ახალი ამბების სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენის" დაკვეთით საკონსულტაციო ჯგუფი "GCG"-ის მიერ ჩატარებულ ტრადიციული საახალწლო გამოკითხვში მონაწილეობა 1325-მა რესპოდენტმა მიიღო.
გამოკითხულთა 40% (2008 წელს _ 21%) მიიჩნევს, რომ პირადად მათთვის ცხოვრების დონე უნდა გაუმჯობესდეს, 37% (2008 წელს 25%) _ მიიჩნევს, რომ საკუთრივ მათთვის არაფერი შეიცვლება, ხოლო 23%-ის (2008 _54%) აზრით მათი ცხოვრების პირობები გაუარესდება.
გამოკითხულთა 47 პროცენტი (2008 წელს 28%) მიიჩნევს, რომ 2010 წელს ქვეყანაში ვითარება პოზიტიურად შეიცვლება. ვითარების გაურესებას ვარაუდობს რესპოდენტების 23% (2008 წელს - 43%), ხოლო 30% (2008წელს- 29%) მიიჩნევს რომ ვითარება უცვლელი დარჩება.
გამოკითხულთა 38%-ის ყველაზე დიდ პირად პრობლემად დასაქმება და 33%-ისთვის კრედიტების დაფარვასთან დაკავშირებული საკითხი სახელდება. გასულ წელს „საბანკო კრედიტები" უმთვარეს პრობლემად 62-მა პროცენტმა დაასახელა.
ახალი წლის დადგომას სადღესასწაულო განწყობით ხვდება 42% (2008 წელს დეკემბერში ასეთი განწყობა ქონდა 29%-ს, 2007 წელს 47%, 2006 წელს 43%-ს, 2005 წელს 40%-ს). ახალი წელი ჩვეულებრივი დღეა 29%-სთვის (2008 წელს _ 38%, 2007-
_ 24%, 2006 წელს 23%, 2005 წელს 24%), არასადღესასწაულო (პრობლემების გამო) განწყობა აქვს _ 29%-ს.
ტრადიციული ქართული სუფრა (გოჭი, ინდაური, საცივი, გოზინაყი და ა.შ.) გაიშლება გამოკითხულთა _ 40% ის ოჯახში (2008 წელს _ 32%, 2007 წელს _ 45%, 2006 წელს 46%, 2005 წელს 42%). 33% სრულყოფილად ვერ შესძლებს მისთვის სასურველი სუფრის გაშლას (2008 წელს _ 42% 2007 წელს _ 36%, 2006 წელს 34%, 2005 წელს 37%), რესპოდენტების 27%-ის ოჯახებში საახალწლო სუფრას ყოველდღიური მენიუსგან განსხვავებული არაფერი შეემატება (2008 წელს _ 28%, 2007 წელ-19%, 2006 წელს 20%, 2005 წელს 21%).
იმ რესპოდენტების რაოდენება, რომელებიც უპირატესობას ქართულ ჩოხაში გამოწყობილ თოვლის ბაბუას ანიჭებენ - 37%-ია (2008 წელს _ 41%, 2007 წელს - 46%, 2006 წელს _ 42%, 2005 წელს _ 29%), 36% უპირატესობას სანტა კლაუსს ანიჭებს. აღნიშნულს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რესპოდენტთა 27% ისთვის.
წელს სასურველი ნაძვის ხის შეძენა შეძლო გამოკითხულთა 34%-მა, (2008 წელს _ 28% 2007 წელის _ 34%, 2006 წელს 32%), შენაძენით უკმაყოფილოა 33% (2008 წელს _ 41%, 2007 წელს _ 38%, 2006 წელს - 36%), გასული წლის შენაძენი ნაძვისხე მორთო 33%-მა (2008 წელს - 32%, 2007 წელს- 28%, 2006 წელს 32%).
ნაძვის ხესთან ერთად ჩიჩილაკიც შეიძინა გამოკითხულთა 48%-მა, (2008 წელს _ 38%, 2007 წელს _ 64%-მა, 2006 წელს 53%), მხოლოდ ჩიჩილაკი შეიძინა 24%-მა (2008 წელს _ 29% 2007 წელს 19%), ჩიჩილაკი არ შეუძენია რესპოდენტების 28%-ს (2008 წელს _ 33%, 2007 - 32%, 2006 წელს 19%).