აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია დილიდან შვილთან ერთად დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებს სტუმრობს.
გიორგი ბარამია და აფხაზეთის მთავრობის წევრები კომპაქტურ ჩასახლებებში ბავშვებს საახალწლო საჩუქრებს გადასცემენ და დევნილებს დამდეგ ახალ წელს ულოცავენ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე წინამძღვრიშვილის, აღმაშენებლის, წერეთლის ქუჩაზე მდებარე დევნილთა საცხოვრებელს ესტუმრა.
დღის ბოლოს გიორგი ბარამია სამეგრელოს ეწვევა საიდანაც პირველი არხის ეთერით ენგურს გაღმა აფხაზებს ენგურის ხიდიდან ახალ წელს მიულოცავს.
მასალის გამოყენების პირობები