დღეს, 8 ნოემბერს, 11:00 საათზე, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და დუშეთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "ლდს-ჩერიტის" წარმომადგენლები და დონორები: დევიდ და ჯოდი რიისები, საქველმოქმედო ორგანიზაცია "ადამიანის" ორგანიზებით, დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატს საჩუქრად გადასცემენ სხვადასხვა დასახელების სამედიცინო აპარატურასა და საშუალებებს. კერძოდ: კარდიოგრამის აპარატს, ავტოკლავს სამედიცინო იარაღების სტერილიზაციისთვის, ქირურგიული იარაღების კომპლექტსა და 150 კომპლექტ თეთრეულს. სულ 5291 ლარის ღირებულების ნივთებს.
გარდა ამისა, ბენეფიციარებს გადაეცემათ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გრანტირებული საქველმოქმედო ორგანიზაციების მიერ შემოწირული საჩუქრები.
საქველმოქმედო აქციას დაესწრებიან მცხეთა-მთიანეთის რეგიოინის და დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები.