ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, პრეზიდენტი 4 რეგიონის წარჩინებულ მოსწავლეებს შეხვდა. 120 საუკეთესო მოსწავლემ პრეზიდენტისგან პორტატული კომპიუტერი მიიღო საჩუქრად. ყვარელის, სიღნაღის, გურჯაანისა და თელავის წარჩინებული მოსწავლეები პრეზიდენტს სახლ-მუზეუმში შეხვნდნენ. სააკაშვილმა კომპიუტერი ყველა იმ მეათეკლასელს გადასცა, ვინც სკოლას წარჩინებით დაასრულა.
"დარწმუნებული ვარ, ილია ჭავჭავაძეს, რომლის იუბილე მომავალ წელს სრულდება, გული გაუნათდებოდა, რომ ენახა განახლებულ სახლ-მუზეუმში ამდენი ნიჭიერი, განათლებული თანამემამულე", განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ძალიან ბევრს ფიქრობს კახეთზე, რადგან ძალიან ბევრი რამეა კახეთში გასაკეთებელი.