ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმებისგან გათავისუფლებაზე პარლამენტში დღეს ორი ინიციატივა შევიდა.
ერთი - ~ქრისტიან-დემოკრატებს~ ეკუთვნის, ხოლო მეორე - ~ქართულ დასის~ ლიდერს, ჯონდი ბაღათურიას.
~ქრისტიან-დემოკრატები~ ჯარიმა-საურავებისგან ტყიდან შეშის უნებართვოდ გამოტანის გამო დაჯარიმებული ფიზიკური პირების გათავისუფლებას ითხოვენ. ბაღათურია კი აცხადებს, რომ მისი საკანონმდებლო ინიციატივა ყველა ტიპის ადამინისტრაციულ სამართალდარღვევას და მასზე დაკისრებულ სახდელს უკავშირდება, გარდა ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული შემთხვევებისა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პარლამენტში ოპოზიციას თითქმის იდენტური ინიციატივები შეაქვს.