ქვესადგურში "დიღომი-35" სარემონტო სამუშაოს გამო, 8 ნოემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13, მე-14 კილომეტრის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აგრარული უნივერსიტეტის საცდელი მეურნეობის დასახლების და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.