"ბადრი პატარკაციშვილი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის სასარგებლო წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას და იგი კვლავ სააკაშვილის უხილავ მარჯვენა ხელად რჩება", _ აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, პოლიტიკური პარტია "იმედის" თავმჯდომარე ირინა სარიშვილი.
მისივე თქმით, პატარკაციშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეონას მიღებს და კანდიდატურას არ ხხნის საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო მარათონში არაფერს ცვლის.
"მე როგორც ყველა ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატი მივესალმე ბადრი პატარკაციშვილის თავის დროზე გახმოვანებულ გადაწყვეტილებას კანდიდატურის შესაძლო მოხსნასთან დაკავშირებით, თუმცა იქვე გამოვთქვი ეჭვი, რომ ვიდრე პატარკაციშვილის განცხადება ცესკოში არ შევიდოდა მანამ პატარკაციშვილის თამაშიდან გასვლის შესახებ საუბარი ნაადრევი იქნებოდა", _ აცხადებს სარიშვილი და დასძენს, რომ პატარკაციშვილის დღევანდელი განცხადება სააკაშვილის წისქვილზე ასხამს წყალს და მხოლოდ ერთ რამეს ადასტურებს.
"ყოველივე ამყარებს ვარაუდებს არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით და მიმართულია საქართველოს მოსახლეობის დასაშინებლად. ვინადან არჩევნების გაყალბების შემთხვევაში სამართლიანად აღშფოთებულ საქართველოს მოსახლეობას რომელიც შესაძლოა პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდეს, კიდევ უფრო იოლად მიეწებოს საელმწიფო გადატრიანებაში მონაწილეთა იარლიყი", _ აცხადებს ირინა სარიშვილი და დასძენს, რომ ამაში ხელისუფლებას ბადრი პატარკაციშვილისა და ვალერ გელბახიანის ვიდეოჩანაწერებში "გაუაზრებელმა თუ გააზრებულმა გახმოვავებულმა" გამონათქვამებმა შეუწყო ხელი.