ბადრი პატარკაციშვილის განცხადებას, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატურას არ ხსნის "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი ფიქრია ჩიხრაძე პატარკაციშვილის ამომრჩევლების დამაბნეველ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ფიქრია ჩიხრაძემ განუცხადა.
"ბადრი პატარკაციშვილის ბოლო განცხადება მისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის პიროვნული გადაწყვეტილებაა და ამაში ჩარევის უფლება არავის აქვს, მაგრამ ამომრჩევლებისთვის ძალიან დამაბნეველი იქნება პატარკაციშვილის ასეთი ცვალებადი გადაწყვეტილებები", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ფიქრია ჩიხრაძემ.