კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ზვიად ძიძიგური სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა პატარკაციშვილის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედა.
"ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ პატარკაციშვილს არჩევნებში გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს. დანარჩენი პატარკაციშვილის და მისი შტაბის გადასაწყვეტია", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ზვიად ძიძიგურმა.