პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ბადრი პატარკაციშვილმა საარჩევნო მარათონში დაბრუნება, შესაძლოა, იმის გამო გადაწყვიტა, რომ მის ამომრჩევლებს ხმა სააკაშვილის სასარგებლოდ არ მიეცათ.
როგორც რამაზ საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ამომრჩეველთა დიდ უმრავლესობას საკუთარ არჩევანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს და შესაძლებელია, რომ ელექტორატის ამ კატეგორიამ ხმა სწორედ პატარკაციშვილს მისცეს.
"ჩემი აზრით, პატარკაციშვილს უნდა, რომ მისმა ამომრჩეველმა მიმართულება არ შეიცვალოს და მისი კუთვნილი ხმები სააკაშვილის მხარეს არ წავიდეს. პატარკაციშვილს მაღალი რეიტინგი ჰქონდა, ამასთან, ამომრჩევლების ძალზე დიდ პროცენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუ ვის მისცენ ხმა. ეს რესურსი ძალიან დიდია დაახლოებით 50% და ამ ფონზე პატარკაციშვილის შანსები საკმაოდ მაღალია", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რამაზ საყვარელიძემ.