ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია სახალხო დამცველს მიმართავს.
ეკა ბესელია გიორგი ტუღუშს სთხოვს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოკლე დროში შეისწავლოს ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის - ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი და მოახდინოს ფაქტის შეფასება.
ივანიშვილის პირადი ადვოკატი მზადაა, გიორგი ტუღუშს მიაწოდოს ყველა დოკუმენტაცია, რაც სახალხო დამცველს ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მეუღლისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის უმოკლეს ვადებში შესწავლასა და მის დროულ რეაგირებაში დაეხმარება.