საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას აკრიტიკებს.
ე.წ.ანტიმონოპოლიური კანონმდებლობასთან დაკავშირებით, "ქრისტიან-დემოკრატები" დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატმა" დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანონპროექტის შინაარსი კრიტიკას ვერ უძლებს.
მისი თქმით, "კონკურენციისა და შესყიდვების" სააგენტო, ბაზრის კვლევას დამოუკიდებელად ვერ ჩაატარებს. აღნიშნულ პროექტში მითითებულია, რომ სააგენტო კვლევას ჩაატარებს მთავრობის მიერ წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით.
ვეფხვაძე ამბობს, რომ სააგენტოს მიერ ბაზრის შესწავლა ასევე მიბმულია მთლიან შიდა პროდუქტთან - თუ კონკრეტული ბიზნესი მთლიან შიგა პროდუქტის 0, 25%-ს მეტს არ შეადგენს, მისი განხილვა საგენტოს მიერ ვერ მოხდება.
"ამ შემთხვევაში გამოდის, რომ სააგენტო უყურადღებოდ დატოვებს მარილის ბიზნესს, არადა, ამ სფეროში მონოპოლიის ჩამოყალიბება, აბსოლუტურად შესაძლებელია" - განაცხადა ვეფხვაძემ.