სახანნძრო სამსახური ახალი წლის დღეებში საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.
ამის შესახებ მერიამ გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიიღო. მეხანძრეთა მობილიზება ახალ წელს დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენებას უკავშირდება.
"პრაქტიკიდან გამომდინარე ვიცით, რომ 31-იდან 2 რიცხვის ჩათვლით არის ყოველთვის ისეთი შემთხვევები, რომ აუცილებელია, რომ სამსახური საგანგებო რეჟიმზე გადავიდეს. დამატებული გვყავს მაშველები და სახანძრო ბრიგადები", _ განაცხადა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა, თემურ გიორგაძემ.