გუშინ, გვიან ღამით, გურჯაანი თბილისის სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრავმა ელმავალმა, გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში, 22 წლის ოთიკო ჯოხაძე გაიტანა.
როგორც თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდა ნასვამი იყო.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.