დღეს 31 დეკემბერს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გორის რაიონის სოფელ ტირძნისში ტყვეობიდან განთავისუფლებულ 4 მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრებს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" განათლების სამინისტროდან აცნობეს.
დღესვე დიმიტრი შაშკინი ტირძნისის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს საახალწლო ნუგბარით დაასაჩუქრებს.