"ახალი მემარჯვენეები" ივანიშვილის პრესკონფერენციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განუცხადა.
"კომენტარს არ ვაკეთებთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს პირველ რიგში ემსახურებოდა საზოგადოების ინტერესების დაკმაყოფილებას. საზოგადოების ინტერესი ძალიან დიდი იყო და ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია არა პოლიტიკოსებმა, არამედ საზოგადოებამ გააკეთოს შეფასება და დასკვნა", - განაცხადა ნაჭყებიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებელზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.