დღეს, 31 დეკემბერს 22:00-დან 03:00 საათამდე თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა უფასო იქნება. ამის შესახებ სატრანსპორტო სამსახურის უფროსმა აკაკი ჯოხაძემ დღეს თბილისის მერიაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, 31 დეკემბერს 22:00-დან 03:00 საათამდე მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება, ხოლო 24:00 საათიდან ღამის 03:00 საათამდე სპეციალური მარშრუტები დაინიშნება დედაქალაქის რაიონებიდან რუსთაველის მიმართულებით, რათა მოსახლეობამ საახალწლო ზეიმზე დასწრება და მონაწილეობის მიღება შეძლოს.
ამ მიზნით 16 ახალი მარშრუტი გამოიყო, რომელზეც 50 ავტობუსი იმუშავებს.