"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება",_ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში იგი რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას მყისიერად დაიწყებს.
"ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ურთიერთობა ამერიკის შეერტებულ შტატებთან და ევროპასთან და მყისიერად დავიწყოთ სიტუაციის დალაგება რუსეთთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება, რაც ნიშმნავს გამთლიანებულ, დემოკრატიულ გაძლიერებულ საქართველოს აღმშენებლობას", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.