დღეს, 31 დეკემბერს 23:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, საახალწლო გალა-კონცერტი დაიწყება. დასაწყისში ტრადიციული ქართული სიმღერები და ცეკვები შესრულდება, 24:00 საათისთვის კი სცენაზე ლაფლანდიიდან ჩამოსული სანტა კლაუსი გამოჩნდება და მოსახლეობას დამდეგ ახალ წელს მიულოცავს.
შემდეგ გალა-კონცერტზე 80-იანი წლების ჰიტები შესრულდება. მასში 30-მდე ქართველი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას. წარმოდგენის რეჟისორი დავით დოიაშვილია. 80-იანი წლების ჰიტები სპეციალურად საახალწლო გალა-კონცერტისთვის მომზადდა.