31 დეკემბერს, 12:00-იდან 18:00 საათამდე, "საახალწლო ფესტივალის" ფარგლებში, მთაწმინდის პარკში ბავშვებს სანტა კლაუსი გაართობს.
"საახალწლო ფესტივალი" 25 დეკემბერს გაიხსნა და იგი შობის დღესასწაულზე, 7 იანვარს დასრულდება.
26 დეკემბერს კონცერტი ბაკურ ბურდულმა გამართავს, 27 დეკემბერს ჯგუფმა "სტრინგმა", 28 დეკემბერს მაყურებლის წინაშე მოძრაობის თეატრის ბენდი წარდგა, 29 დეკემბერს გაიმართა დავით ევგენიძის კონცერტი მეიდანზე, 30 დეკემბერს დათო ილურიძის ბენდმა დაუკრა, 3 იანვარს ილუზიონისტის შოუ გაიმართება.
დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები, საბავშვო ღონისძიებები. საახალწლო ღონისძიებები გაიმართება ასევე სპორტის სასახლეში; ვარდების რევოლუციის მოედანზე; გლდანის პარკში და პუშკინის სკვერში.
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში გლდანის პარკში 3 იანვარს როკ-კონცერტი გაიმართება.
მუშტაიდის პარკში 3 იანვარს წარმოდგენილი იქნება "რწყილი და ჭიანჭველას საახალწლო თავგადასავალი".