„მიყვარს „იდიოტური" პერსონაჟების თამაში", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობმა გიორგი ვარდოსანიძემ.
„რაღაც კარგია, დადებითი და სახალისოა, ძალიან მიყვარს „იდიოტურ" როლს რომ მთავაზობენ. ამჯერად, ეს საჩუქარი „კაკაბამ" (ირაკლი კაკაბაძე) გამიკეთა და ახალ მხატვრულ კომედიურ ჟანრში მომცა ეს როლი", - აღნიშნა ვარდოსანიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ღამის შოუს" ფილმი სახელწოდებით „სიყვარულის ბალადა" კინოთეატრებში ნოემბერში გამოვა. გიორგი ვარდოსანიძეს პარტნიორობას მსახიობი რუსკა მაყაშვილი უწევს.
ცნობისთვის, გიორგი ვარდოსანიძე მაყურებელმა სერიალ „გოგონა გარეუბნიდან" გაიცნო, სადაც ის „ლევან ხომერიკის" როლს ასრულებს.