მთავრობას "100 ახალი საავადმყოფოს" ახალი პროექტი აქვს. ამის შესახებ პრემიერმა ნიკა გილაურმა მთავრობის მიერ 2009 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგების შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
"100 ახალი საავადმყოფოს" პროექტით უკმაყოფილო ვარ. ჯანდაცვის მინისტრთან ერთად უკვე ჩამოვაყალიბეთ ახალი მიდგომა, რომელსაც იანვარში წარვადგენთ. მას "ჯანდაცვის სისტემის ახალი რეფორმა" ერქმევა და მისი ძირიტადი ხედვა იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში როგორც კერძო, ისე სახელმწიფო საავადმყოფოები იარსებებს, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ", - განაცხადა გილაურმა.
მისივე განმარტებით, "ჯანდაცვის სისტემის ახალი რეფორმა" ამ სფეროს გააუმჯობესებს.