2010 წლის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აქტიურად გააგრძელებს მუშაობას 2009 წელს დასახული პრიორიტეტების მიმართულებით, - ამის შესახებ აფხაზეთის მთავრობის თავჯდომარემ, გია ბარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პოლიტიკური მიმრთულებით მუშაობას. უმთავრესი პრიორიტეტი იქნება დევნილთა სოციალური პრობლემების მოგვარება და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება", - განაცხადა გიორგი ბარამიამ.
მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები გააგრძელებენ აქტიურ მონაწილეობას, როგორც ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციებში, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში მიმდინარე შეხვედრაზე.
"თუმცა მომავალ წელს ჩვენი მთავრი მოთხოვნა ისევ და ისევ კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო მისიის დაშვებაა", განაცხადა გია ბარამიამ.