უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და საბაჟოს თანამშრომლებმა ფეოდოსიის პორტში უკრაინის ტერიტორიაზე საქართველოდან უკანონოდ შეტანილი 800 კილოგრამი თხილი აღმოაჩინეს. კონტრაბანდა მოლდოვის გემ "ფეოდორზე" იპოვეს, რომელიც ფეოდოსიაში ბათუმის პორტიდან ჩავიდა.
აღნიშნული გემით უკრაინაში მანდარინი შეიტანეს: 122 ყუთში პუნქტის თანამშრომლებმა თხილით სავსე პოლიეთილენის პარკები აღმოაჩინეს. ნაპოვნი კონტრაბანდა რომლის ღირებულებაც 23 000 უკრაინული გრივნია საბაჟოს გადასცეს.
აღნიშნული შემთხვევის გამო, გემის მფლობელის 46 წლის საქართველოს მოქალაქის პასუხისმგებლობას სასამართლო განსაზღვრავს, რომელიც 2010 წლი იანვარში გაიმართება.